Monday, April 23, 2012

მასალები

ვიდეო

ვიდეო

ვიდეო

რუსეთი


რუსეთი (რუსРоссия), ოფიციალური სახელია რუსეთის ფედერაცია[1][2] (რუსРоссийская Федерация). რუსეთი არისევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნისსახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები:ფინეთინორვეგიაესტონეთილატვიალიტვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება : ბელორუსიაუკრაინა,საქართველოაზერბაიჯანიყაზახეთიჩინეთიმონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.

რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17,075,400 კმ²-ს. რაც შეეხება მოსახლეობას რუსეთს მსოფლიოში მეცხრე ადგილი უკავია, მისი მოსახლეობა შეადგენს 142 მილიონ ადამიანს[3]. რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აზიაში მდებარეობს, ხოლო ტერიტორიის 40% ევროპულია, ქვეყანა მოქცეულია 11 დროის სარტყელში. რუსეთი მსოფლიოში გამოირჩევა, თავისი მინერალური და ენერგეტიკული რესურსების სიუხვით.

რუსები აღმოსავლელ სლავებს მიეკუთვნებიან. რუსთის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, პირველი ძლიერი რუსული სახელმწიფო იყო კიევის რუსეთი, ამ ქვეყნის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვითვიკინგებს, გადმოცემით სლავურ ტომებებს ქვეყნის სამართავად სწორედ ვიკინგები მიუწვევიათ. 9 საუკუნეში რუსეთში ფართოდ ვრცელდება მართლმადიდებლური ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა რუსეთში ბიზანტიის იმპერიიდან შედის988 წელს. ბიზანტიურმა და სლაურმა კულტურებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს რუსეთზე, სწორედ ამ გზით ჩამოყალიბდა სრულიად დამოუკიდებელი რუსული კულტურა. კიევის რუსეთის დაშლის შემდეგ, ქვეყანა წარმოადგენს დამოუკიდებელ სამთავროებს. რუსეთში უკვე ფართოდ იკიდებს ფეხს ფეოდალიზმი.

დაშლილი რუსული სახელმწიფოს პერიოდში, ძლიერდება მოსკოვი, მოსკოვი უკვე თავისუფლდება ოქროს ურდოსბატონობისგან. გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა. რუსეთი ფართოვდება საზღვრებში, შეიქმნა ახალი სახელმწიფო რუსეთის სამეფო, რომელიც პეტრე დიდის დროს უკვეიმპერიად გამოცხადდა. რუსეთმა მოახერხა მრვალი ქვეყნის ანექსირება და დაპყრობა. დაპყრობილ ტერიტორიებზე სპეციალური კოლონიური პოლიტიკა ტარდებოდა. რუსეთის შემადგენლობაში იყო ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებიც, კერძოდ რუსული ალასკა.

იმპერიის დამხობის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი, რომელშიც უკვე მოგვიანებით 15 რესპუბლიკა გაერთიანდა. სსრკ აგრძელებდა იმპერიულ პოლიტიკას. აქედან ხდებოდა სოციალიზმის და კომუნიზმისპროპაგანდირება მთელს მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომმა.[4][5][6] რუსეთზე უდიდესი გავლენა იქონია. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. რუსეთს თავდაპირველად მრავალი სირთულე და პრობლემა ჰქონდა, თავდათანობით რუსეთის ეკონომიკამ განვითარება დაიწყო, მას ამჟამად მსოფლიოში ეკონომიკის თვალსაზრისით მერვე ადგილი უკავია.

რუსეთი მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრია, მათგან აღსანიშნავია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა, რუსეთი ასევე გაერთიანებულია G8-ში და G20-ში. რუსეთი არის ევროპის საბჭოსაზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობისშანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციების წევრი ქვეყანა.